ვაჟიშვილობის დაკარგვა ქართულად ანუ ერთი პოსტი სექსზე, რომ უნდა გეგდოს 2


როცა მარინას მაგთის ნომერი ავკრიფე, აღელვება და ერექცია ერთად დამეწყო. მარინა ტელეფონს დიდხანს არ იღებდა, მერე მომიბოდიშა, ძროხას ვწველავდიო. საუბარი თავიდან სწორედ ამ თემას შეეხო _ სოფლის მეურნეობის პრობლემებს კახეთში და პროდუქციის გასაღების ბაზრებს.

– რათ შეწუხდი, გოგი? (ასე მომმართავდა რატომღაც)

– რავიცი, ისა, მე შენი sms ვნახე…

– ჩემთან გინდა, ოქრო? სად ცხოვორობ?

– მე სამტრედიაში, მაგრამ თბილისში მოვდივარ ერთ კვირაში, შენ?

– გურჯაანში, მეც ჩამოვალ თბილისში, გლდანულაში ჩემი ნათესავი ცხოვრობს და მის ბალღებს მიტოვებენ ცოტა ხნით, შეგიძლია იქ მესტუმრო.

ზუსტად ერთ კვირაში  თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის მეტროს წინ ვიდექი და ვიკვლევდი გლდანულაში მოხვედრის საშუალებებს. ნაწვიმარი იყო, გლდანი _ ატალახებული (გზები ჯერ კიდევ არ იყო დაგებული ბოლომდე) . როგორც იქნა, მოვხვდი საჭირო ავტობუსში და გავუყევი გზას კაცადქცევისაკენ.

ავტობუსიდან ჩამოსულს გაჩერებაზე დაძაბული და ჩაცუცქული ბიჭები დამხვდნენ და იმწამსვე მაჯახეს შეკითხვა სიგარეტის არსებობის შესახებ ჩემს ჯიბეში. უარყოფითი პასუხი არაფრად ეპიტნავათ და ცუდი სუნი მეცა, რადგან მეორე შეკითხვა მობილურს ეხებოდა და აშკარა იყო, ეს მისი ”ახევის” სურვილს მოასწავებდა. ალბათ, ისე დამეტყო უსუსურობა, რომ ერთ-ერთ მათგანს სიკეთის არსებობა გაახსენა და მიბრძანა, დამეხვია იქედან. მეც, რა თქმა უნდა, დავემორჩილე და ერთიანად ჟრუანტელი ვიგრძენი, როცა მივხვდი, რა მელოდა წინ. კორპუსის წინ ავიტუზე და ცოტა ხანს ვფიქრობდი, როგორი სახე მიმეღო და როგორ მემოძრავა, მერე ყველაფერი დავიკიდე და ავედი მე-4 სართულზე, ზარი გავუშვი მარინასთან, როგორც შევთანხმდით და რამდენიმე წამში დაბალი სტვენის ხმაც გავიგონე. მარინა მეძახდა სიბნელიდან.

ოთახში შესულმა პირველად სუნი ვიგრძენი, ძალიან მძაფრი სუნამოს სუნი, რომელიც მარინას იმდენად ბლომად დაესხა, რომ თავბრუ თავადაც ეხვეოდა. ცოტა ხანში მის შეთვალიერებასაც შევუდექი: პირველად დიდი ძუძუები მომხვდა თვალში, რაც მომეწონა.

…ეს ბოლო რაღაც იყო, რაც იმ დღეს მომეწონა.

 

4 thoughts on “ვაჟიშვილობის დაკარგვა ქართულად ანუ ერთი პოსტი სექსზე, რომ უნდა გეგდოს 2

    • კარგი მხოლოდ ეგ იყო, მეტის აღწერა ტრაგედიისკენ წაგვიყვანდა🙂

თავისუფლება კომენტარს!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s