Via dolorosa ანუ ნაძალადევად არჩეული პროფესიები


“- სად აბარებ?

სადაც მოვხვდები.”

გუშინ დასევდიანებულმა შევდგი ფეხი აუდიტორიაში და მივხვდი, რომ ჩემი კურსელების უმეტესობა ის პოტენციურად არაპროფესიონალი ხალხია, რომელთათვისაც მთავარი რომელიმე უნივერსიტეტში რომელიმე ფაკულტეტზე მოხვედრა იყო და შემეშინდა. შემეშინდა იმის, რომ ზოგიერთი მათგანი დარჩება კიდეც უნივერსიტეტში და დაწერს “ბრწყინვალე” ნაშრომებს “პარადიგმებსა და პარადიგმატულ ურთიერთობებზე ” და მერე ჩემს შვილს მოუწევს ამის კითხვა, რომ ამ ბავშვთა უმეტესობა დაიწყებს მუშაობას სკოლაში, პატარებთან და ამით ახალ თაობასაც გააფუჭებს; მეშინია, რომ ამ ადამიანებმა უნდა მიმკურნალონ, თუ ცუდად გავხდი და წარმოდგენაც კი მზარავს იმისა, რომ ეს სტუდენტებია მომავალი ჟურნალისტიკა (ბავშვები, რომელთაც ქართულად მეტყველებაც კი უჭირთ), შემეშინდა, ვუყურებდი რა ხელოვნებათმცოდნეობის საგნებზე მთელი სემესტრი დაცარიელებული აუდიტორია როგორ ივსებოდა  ასობით ბავშვით შუალედურ წერებზე და როგორ მემუდარებოდნენ გადაწერას უმარტივესი საკითხებისა, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში უნდა ესწავლა ნორმალურ ადამიანს, ან ლიტერატურის ლექციაზე დარეგისტრურებულ ოთხმოცი  ბავშვიდან როგორ შემოდის ხოლმე მხოლოდ ოცდაათი, არც კი, და მერე როგორ მესმის მათი წუწუნი იმაზე, რომ დრო არ აქვთ ყველაფრის მოსასწრებად და საერთოდ, რა წაიკითხავს ამდენს! ამგვარ სიტუაციაში კი ის ლექტორი, რომელიც ოდნავ მაინც ითხოვს რამის კეთებას, კერბეროსია  მათ თვალში, სამთავიანი ურჩხული, რომლის მთავარი მიზანი მათი ტანჯვაა. ლმობიერი, არაფრისმცოდნე ლექტორები კი ის “idol-ები”, რომელთაც ყოველ დღე უჩოქებენ და ელაქუცებიან. ასე ვრცელდება ხოლმე სემესტრის დასაწყისში საგნების არჩევის დროს ხმები იმაზე, თუ ვინ როგორი ლექტორია. “ეს ჯიგარია, ქულას მაგრად წერს” ან ფრაზა “რამე იოლი საგანი მინდა რა, ხო ხვდები, რომ არ შემეტენოს და მაღლივშიც არ მომიწიოს სირბილი, პროსტა, კრედიტი რო ავიღო რა, მირჩიე, აბა, რამე”_ ეს იმის მაგიერ, რომ რომელიმე მართლა მნიშვნელოვანი საგანი აირჩონ, რომელიც პროფესიას თუ არა, ზოგად განათლებას მაინც წაადგება, რომლის ნაკლებობასაც ასე განიცდიან ჩვენი თანაკურსელები.

პირველ კურსზე ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი, რა იწვევდა ამას, მერე კი მივხვდი, რომ მოტივაციის ნაკლებობაა ერთ-ერთი პრობლემათაგანი. როდესაც არ იცი, რა გინდა ცხოვრებაში, რისკენ მიისწრაფი,  ვერ გამოგირკვევია, რა უნდა აკეთო, გამოდის, რომ მომავალს ლატარიასავით ფორტუნას ანდობ, სადაც გაგიმართლებს, იქ ხვდები და ამით ოჯახიც ბედნიერდება!

“ბიჭი/გოგო უმაღლესში მოვაწყე” _ ეტყვის დედა/მამა ტელეფონზე საუბრისას ვინმე მის მეგობარს და ამაყად ამოისუნთქებს, რომ სადმე მაინც მოხვდა, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ეს შეიძლება უფრო დიდი ჭირი და დაკარგული დრო იყოს, ვიდრე სადმე ვერ მოხვედრა  და ასე ხვდება ფაკულტეტებზე ათასობით არამოტივირებული ბავშვი, რომელთაც, ბუნებრივია, ვერასდროს ეცოდინებათ, როგორ მიაღწიონ მიზანს, რადგან  მიზანი არ გააჩნიათ. ეს კი, თავის მხრივ, ორმაგ პრობლემებს ქმნის. მე რომ მკითხოთ, ეს ბავშვების ბრალიც არაა _ სკოლის დამთავრებისას უმრავლესობა ჯერ ვერ გამორკვეულა, რა უნდა ცხოვრებაში, რისკენ აქვს მიდრეკილება, რა სჭირდება. რატომღაც, დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ სკოლის დამთავრებისთანავე აუცილებელია სადმე სწავლის გაგრძელება, კი მეტად კარგად თამაშობს როლს ჩვენს ტრადიციულ ოჯახებში. ბიჭების შემთხვევაში მდგომარეობა უარესადაცაა _ თუ პირველივე წელს ვერ “მოვაწყეთ” ბიჭი, მაშინ ჯარში წასვლა ემუქრება, იქ კი, ვგონებ, პროფესიის არჩევა ცოტა მეტადაც კი  უნდა გაუჭირდეს, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. ამიტომაც მშობლები საოცარი რაოდენობის ფულს ხარჯავენ ბიჭის რომელიმე უნივერსიტეტში “მოსაწყობად” და ეს ყველაფერი არ არის “ზაადნო”: ჰპირდებიან კიდეც, თუ მოეწყობი, მანქანას გიყიდი ან თუ გრანტს აიღებ, იმ ფულს შენ მოგცემ, რაც უნდა გადავიხადოთო. არადა, რა საჭიროა მანქანა სამოტივაციოდ, როცა ამ ბავშვების თვითმიზანი ისედაც ჩაბარება უნდა იყოს და თუ არ არის ჩაბარება და სწავლა თვითმიზანი, მაშინ, საერთოდ, რატომ აბარებდნენ სადმე?!

გაგეცინებათ, მაგრამ მე მართლა მეშინია… მეშინია ჩემი კურსელების… ძალიან მეშინია.

2 thoughts on “Via dolorosa ანუ ნაძალადევად არჩეული პროფესიები

თავისუფლება კომენტარს!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s