დაჩის ზღაპარი vol.2


ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, თუ არა  ცალტვინა კარიერისტთა ადვილადსამართავი დასი, ხოდა, ups… და  სტუდენტური თვითმმართველობა გაჩნდა (ჭკუათხელი კარიერისტების გარკვეულ სიმრავლეს, საერთოდ, ბევრგან წააწყდებით, მაგრამ ამგვარ მასშტაბებს _ იშვიათად). კიდევ რა უნდა ეკეთებინა თვითმმართველობას, გარდა სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში დასქმების მოლოდინით გამართული კონცერტებისა, ზამთარ-ზაფხულის კურორტებზე  სხვადასხვა სახის ტურნირების ჩატარებისა (ტურნირი კარგი მიზეზია  სწავლისთვის განკუთვნილი, ზოგიერთისთვის რის ვაი-ვაგლახით გადახდილი თანხით* რაღაც მანქანებით პრივილეგიამოპოვებული სტუდენტთა ჯგუფის დასვენებისთვის), საოცარსათაურიანი ლიტერატურული კონკურსებისა და კონფერენციების ორგანიზებისა?.. ოოო, თვითმმართველობას რვა საუკუნის შემდეგაც თავისუფლად შეუძლია თქვას: „ვზი მზრდელად სიყვარულისა“ და ზემოხსენებული პრივილეგიამოპოვებული სტუდენტები გულისსწორებთან ერთად საკმაოდ ხშირად გაუშვას სამოგზაუროდ (მართალია, ისინი ამას თავად საქმიან ვიზიტებს უწოდებენ, но факт неоспоримый).

რა სვითობაა, თვითები ერთობიან❤

ძალიან საინტერესოა თვითთა თეორია იმის შესახებ, თუ ვინ დგას მათი საქმიანობის გამპროტესტებელ სტუდენტთა მცირე ჯგუფის უკან: თეა თუთბერიძის და გიგა ბოკერიას იდეოლოგიური წნეხი, მათი დაწერილი სლოგანები აქციებზე (:დ). ამაზე, რატომღაც, ხელისუფლების მუდმივი აპელირება მახსენდება რუსულ კვალზე ყველაფერში, რაც მას ეწინააღმდეგება. წინა პოსტში დავწერე და ახლაც ვიმეორებ, რომ თვითმმართველობა ხელისუფლების მიკრომოდელია.

მოდით, თვითმმართველობაზე ზღაპრების სერიას აქ დავამთავრებ, რაკი ისედაც ბევრი ითქვა და დაიწერა მათზე და უფრო საინტერესო თემებზე განვაგრძობ წერას იმ იმედით, რომ უფრო მეტი ადამიანი დათმობს კონფორმიზმს და გაიზიარებს დღევანდელი სამოქალაქო სოლიდარობის აქციის მოწოდებას  _  აქტიურად გამოხატონ საკუთარი პოზიცია და მოთხოვნები.

*სხვათა შორის, მიუხედავად სწავლის საფასურის  1500 ლარიდან 2250 ლარამდე გაზრდისა ლექტორების ხელფასი ოდენ უმნიშვნელოდ გაიზარდა. ალბათ, თვითების „პაეზდკებს“ არ ჰყოფნიდა ძველი გადასახადი. 

თავისუფლება კომენტარს!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s