დაჩის ზღაპარი vol.1


იყო და არ იყო რა, იყო ერთი სტუდენტური თვითმმართველობა. თვითმმართველობამ გადაწყვიტა, მოდი, სახელმწიფო ხელისუფლების მიკრომოდელი გავხდებიო და გადაწყვეტილება მსწრაფლ მოიყვანა სისრულეში _ არჩევნების დროს არბევდა და კანდიდატურას ახსნევინებდა ყველა არაარქეტიპულ თვითს (ანუ ყველა იმას, ვინც არ იყო პროსახელისუფლებო კადრი); პურს ვერა, მაგრამ სანახაობას ნამდვილად არ აკლებდა სტუდენტებს და მერე ამისთვის ათას მადლობას იღებდა, მაგალითად, „მან სან კანის“ წამყვანისგან („გუნდი გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის სტუდენტურ თვითმმართველობას და მის პრეზიდენტს ამას და ამასო“); ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა „Prime Time“-ში, და არამარტო აქ, „მასოვკას“ ქმნიდა პრეზიდენტობის კანდიდატ პატ. ბატ. მ. სააკაშვილის მხარდასაჭერად…

გამოხდა ხანი. სტუდენტურმა თვითმმართველობამ გააქტიურა ცემა-ტყეპის ოფცია და მაქსიმალურად იკავებს თავს, სახალხოდ არ ეძახოს ჩვენი ზღაპრის კიდევ ერთ გმირს _ „ლაბორატორია 1918“-ს _ „დაუბანელთა, გაჩეჩილთა, ტილიანთა, პირსინგიანთა და კვერცხთა ბანდა“, კულუარებში კი ნამდვილად არ აკლებს ამგვარ და ფანტაზიის უშრეტი წყაროთი ნასაზრდოებ სხვა ეპითეტებს; სტუდენტური თვითმმართველობა საკუთარ წევრებს მზრუნველ კალთას აფარებს და ყოველთვის ცდილობს, დაიცვას ისინი „ბოროტი“ ლექტორებისგან, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ საგნები შესტენონ მათ (ამ მზრუნველ კალთას ისიც კი ძალუძს, არასაურველი ლექტორი უმუშევარ მეცნიერთა პლეადას შეჰმატოს); სტუდენტური თვითმმართველობა განსაკუთრებული ინტერესით ეცნობა ბლოგსფეროს და ფლეშკაზე ცალ-ცალკე ფოლდერებად თუ არ აქვს, ისე მაინც იცის თითოეული არაკეთილსაიმედო ბლოგერისა და ლაბორატორიელის (ცნება „ლაბორატორიელი“ იმთავითვე არაკეთილსაიმედოა) დოსიე [მიცნობდეთ, როგორც იდაყვს, მეტი თქვენთვის არაა საჭირო, დაჩი].

თუმცა, როგორც, ალბათ, უკვე მოგეხსენებათ, სტუდენტური თვითმმართველობა არახალი ფენომენია; იგი კომკავშირის  XXI საუკუნეს მორგებული მოდელი გახლავთ და რა მნიშვნელობა აქვს, კომკავშირელი გერქმევა თუ თვითი, როგორც ჩემი ერთ-ერთი ლექტორი იტყოდა, კომკავშირელის არქეტიპი ანტიკურ სამყაროშიც ქე იძებნებაო. ცემა-ტყეპაზე მოგახსენებდით: უკვე არაერთი ფაქტის მიუხედავად, ძველბიჭური გარჩევების შემდეგ  არ დასჯილა არცერთი მონაწილე თვითი _ ისინი ლაღად განაგრძობენ მოღვაწეობას ზოგი ცალად, ზოგი გულისსწორთან ერთად და ასე გრძელდება ზღაპარი მათთვის, ვინ უწყის, როდემდე…  „ლაბორატორია 1918“ იქა, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამინისტრო აქა…

2 thoughts on “დაჩის ზღაპარი vol.1

  1. ჰაჰაა ფოლდერებზე მეც მსმენია ^^ ჩემი ფოლდერიც აქვს დაჩუნას🙂

  2. Pingback: დაჩის ზღაპარი vol.2 | იდაყვი’ს ბლოგი

თავისუფლება კომენტარს!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s