“- გადაიწიეთ, თუ შეიძლება! – სადღა, ქალბატონო, სადღა, მთელი ტანით წინ ვარ! “


კი, კი, სწორად მიხვდით, თუ თქვენ საშუალო ან საშუალოზე დაბალი ფენის წარმომადგენელი ხართ, რომელსაც ავტობუსით მგზავრობა (მგზავრობა _ ის მდგომარეობა, როდესაც ოთხბორბლიანი ყვითელი მოწყობილობა ცდილობს გადაადგილდეს, მაშინ როდესაც თქვენ ცალფეხზე მდგარი უკეთეს შემთხვევააში, უარეს შემთხევევაში კი უბრალოდ ჰაერში სასწაულებრივი ძალით შეტენილი, ცდილობთ მიაღწიოთ დანიშნულების ადგილს) ხშირად უწევს,  მიხვდება ამ სიტყვების მაგიურ ძალას, როდესაც უკნიდან გაწვებიან და თან გადაწევას გთხოვენ, შენ კი იძულებული ხარ ნატანჯი სახით მიუგო მავანთ, რომ გადაწევა აქ მეტად არაესთეტიური იქნებოდა! უკან მდგომი საშუალო სტატისტიკური მოქალაქე კი ვერ იგებს თქვენს პასუხს და დაუოკებლად ცდილობს ავტობუსში შეძვრომას, თან უკვე აგრესიული ტონით მოითხოვს თქვენს გადაწევას!

კი, კი სასაცილოა ნამდვილად, თუმცა, აი, ის თეორია, ორი აგური რომ უნდა გვეჭიროს ხელში და სათითაოდ უნდა ვირტყათ თავში, აშკარად უფრო მომწონს.

არა, არასდროს მდომებია, ჩვენ ქვეყანაზე იმედგაცრუებული მორიგი ბლოგერი ვყოფილიყავი, რომელიც დიდაქტიკით სავსე დითირამბებს შემოგთავაზებდათ, დამიფაროს ალაჰმა! მაგრამ კარგით რა! მას შემდეგ, რაც ეს ჩვენი სანაქებო სატრანპორტო სისტემა გაავტობუსიანდა, ნუთუ არავის გასჩენია სურვილი, გაეპროტესტებინა “გადაწევის” მოთხოვნა და ეთქვა, რომ სადიზმია, დღეში რამდენჯერმე თავის პრესში გატარება და ვიღაც უცხო (ხშირ შემთხვევაში ღიპიან) მამაკაცებთან ჩახუტებული მგზავრობა, ან კიდევ დიდთმებიან დეიდებთან, რომელთა შამპუნის გემოსაც აუცილებლად იგრძნობთ, თუ პირის გაღებას გადაწყვეტთ (შამპუნის გემოს, თუ თავს იბანს, უარეს შემთხვევებს, მოდით, არ შევეხები).  

კი, კი სასაცილოა, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის ბრალის დადება, მომკალით და, არ იქნება!  რა ერი, რის ბერიო, ნათქვამია! თუ არ ვიტყვით, რომ არ მოგვწონს გადაწევა, მუდმივად გადაგვწევენ და უფრო მეტიც, გადაგვაწვენენ კიდეც!

დაკვირვებებზე დაყრდნობით მივედი დასკვნამდე, რომ ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თვისება შემგუებლობაა, ეს თვისება კი გამძაფრებულად საბჭოთა კავშირის მოქალაქისთვის იყო დამახასიათებელი. სამწუხაროა, რომ ეს გარემოსადმი შემგუებლობა კომკავშირების დაშლის შემდეგაც გადმოგვყვა, თან ვიტყოდი, რომ  საკმაოდ დიდი დოზებით! შემოდის კანონი, რომელიც არ მოგვწონს ერთი თვე, ორი თვე, მესამე თვეს კი, უბრალოდ, არსებულ სიტუაციასთან შეგუებას ვიწყებთ და ასე, წლებია უკვე, გვთხოვენ გადაწვენასა და გადაწევას! ჩვენ კი უფრო მეტად ვეგუებით, ძვალ-რბილში გვიჯდება და ვცდილობთ ყველანაირი ხერხით შევძვრეთ ავტობუსში, რათა მივაღწიოთ დანიშნულების ადგილს, რომელსაც უფრო მეტად შევეჩვიეთ და ასე ილევა წლები გადაწევასა და გადაწვენაში! გადაწვენასა და გადაწევაში! გადაწევასა და…

3 thoughts on ““- გადაიწიეთ, თუ შეიძლება! – სადღა, ქალბატონო, სადღა, მთელი ტანით წინ ვარ! “

  1. ჩემია აზრით, ” საბჭოთა კავშირიდან გამოყოლილი პრობლემები” არასწორი ფორმულირებაა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ეპოქიდან ბევრი ცუდი არ დარჩა სამყაროს, მაგრამ, რაც ადამიანის თვისებაა (ეგოიზმი უპირველეს ყოვლისა) , იმის რომელიმე რეჟიმისთვის დაბრალება ცოტა ცალმხრივი გადაწყევტილებაა. როგორც იტყვიან “if you want to be a better man”, იმ პრობლემების დაძლებაზე უნდა მიმართოს ადამიანმა ენერგია, რომელიც მის ინდვიდუალურ თვითშეგნებას ჩამოაყალიბებს. მოქალაქეობრივი თვითშეგენბა მათ შორისაა. მოკლედ, “გადაწევის” პრობელმა თანაბრადაა ინდივიდუალურიც და საზოგადოც და ამის თქმა მინდოდა სწორედ (ცოტა ვრცელი კომენტარი კი გამომივიდა).

  2. ტურფავ, როგორც პოსტში დავწერე ადამიანებს ეს მიდრეკილება შემგუებლობისაკენ ისედაც ჰქონდათ, საბჭოთა კავშირმა უბრალოდ ძალიან გაამძაფრა, იმდენად რომ თაობიდან თაობებს მოჰყვება უკვე და ეს ბუნებირვი ჯაჭვია. “საბჭოთა მშობელი” ზრდის “საბჭოთა ბავშვს”. “საბჭოთა ბავშვი” კი რაიმეს წინააღმდეგ ხმის ამაღლებას შეუჩვეველი უბრალოდ უკმაყოფილოა და დუმს. მოკლედ როომ ვთქვათ სამოქალაქო აქტივობის გამოვლენა ან ეზარება ან ეშინია. ეს შიშიც სისტემის წინააღმდეგ ბრძოლისა და ხმის ამაღლებისა, ჩემი პირადი აზრით სწორედ, რომ USSR-ში გაძლიერდა ყველაზე მეტად და დღემდე არ გვანებებს თავს, რაც გამოიხატება უამრავ რამეში, ავტობუსები ერთ-ერთი ნაწილია, ტრანსპორტის გაძვირებასა და სწავლის საფასურის გაძვირებას რომ არანაირი პროტესტი არ მოჰყოლია თუნდაც ეს აიღე, თუ შემდეგ პოსტს გადაავლებ თვალს კომკავშირს ამოიცნობ თვითმმართველობაშიც, იმის თქმა მინდა რომ საბჭოთა კავშირმა ძალიან დიდი დაღი დაგვასვა, რაც არა იმ სიმბოლოებში გამოიხატება, რომლის მოშორებასაც ასე ძლიერ ცდილობენ (თბილისის იერსახეს ვგულისხმობ), არამედ საქმე ცნობიერებაშია, რომლის “გასწორებასაც” ბევრი ძალისხმევა სჭირდება. ძაააალიან ბევრი!

  3. აუ რა ძაან მესმის! მე უფრო უარეს გეტყვი ყოველ დილას, ნუ როცა უნივერსიტეტში მივდივარ, 7ზე ვდგები და 8ს რო 10 აკლია ავტობუსის გაჩერებაზე ვდგავარ, არდა ლექცია 9ზე იწყება და ისიც სულ რაგაც 15 წუთი უნდება ავტობუსი ჩემი სახლიდან ჭავჭავაძემდე მისვლას. მიზეზი გაჭედილ ავტობუში რომ არ ვიმგხზავროო და მორიგიი არითმია არ დამემართოს, არა ჯამრთლობასთან პრობლემა არ მაქვს. და წარმოიდგინე როგორ ბეჯითი და ვიტომდა სწავლას მოწყურებული სტუდენტი დამლაგებლებზე ადრე მივდივარ უნივერსიტეტში. როგორც იტყვიან რას გვიშვება ეს მთავრობა😀 წუწუნმა ამიტანა და მომიტევე!

თავისუფლება კომენტარს!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s