უსქესო ლოგიკა და უპროტესტო პრობლემები


„დედათა ბუნებაი იწრო არს“ _ გვაუწყებს ერთ-ერთი ჰაგიოგრაფიული ძეგლი, თუმცა ვინც ყურადღებით კითხულობდა სქოლიოებს, უთუდ შენიშნავდა, რომ „იწრო“ განმარტებული იყო, როგორც „სათუთი, ფაქიზი“. ხოდა, დგას ახლა ტელეკომპანია „იმედი“ და სულ სათუთ-სათუთ გადაცემებს წერს „ქალურ ლოგიკაზე“; მერე რა, რომ მონაწილე მამაკაცები კარგად ერთობიან მარტივ შეკითხვებზე გაცემული სულელური პასუხებით, სამაგიეროდ, როგორ ესათუთებიან ქალებს…

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო და არ მივედ-მოვედო ქართული სუფრის მშვენებას, გულმხურვალედ ნადღეგრძელებ მრავალჭირნახულ, ერის ბურჯ ქართველ ქალს, ეს ნაყიდი ფორმატი გადასარევად ერგება ქართულ რეალობას და დიდად ახალისებს არამარტო მამაკაცებს, არამედ დედაკაცებსაც. აბა, როგორ! ქალის მთავარი ფუნქციაა, იყოს გრძელფეხება, ლამაზი და თავში არაფერი ეყაროს _ ამ პათოსით აღტყინებული უამრავი მაყურებელი (როგორც უკვე აღვნიშნე, თანაბრად ორივე სქესის) დიდი ინტერესით უყურებს ამ შოუს და, შესაბამისად,  მიწას ფეხს არ აკარებინებს მის რეიტინგს. მიდით მერე  3-4 ათეული ადამიანი 900-მდე ხელმოწერით და აპროტესტეთ, რამდენიც გინდათ და სულ „სექსისტური“ ეძახეთ.

მენტალიტეტი, მეგობრებო, ეს დასაქცევი და ბუნდღაარდასატოვებელი მენტალიტეტია, რომ გვღუპავს. რაკი, სოციალური პრობლემა, კერძოდ კი, სამარშუტო ტაქსების გაძვირება არ გააპროტესტა მოსახლეობამ, სიმართლე გითხრათ, დიდად არც მქონდა იმედი, რომ ამას გააპროტესტებდნენ. ერთი  თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დასაჯეს კრიმინალური საქციელის გამო და მეორე „ქალურ ლოგიკას“ დახურავენ… და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სათანადოდ არ ვაქტიურობთ. როცა პროტესტი მასშტაბურია, მოთხოვნების რაღაც პროცენტი აუცილებლად სრულდება, მაგრამ სადაა ჯანსაღი პროტესტის კულტურა?

სისათუთით დავიწყე და მისითვე დავამთავრებ: ამას წინათ ერთი ჩემი მეგობარი მიმტკიცებდა, რომ ათი ჩვეულებრივი ბიჭი უკეთ ამოხსნის ნებისმიერი ტიპის ამოცანებს, ვიდრე ათი ჩვეულებრივი გოგო. ოხ, ვიღაცამ თავის დროზე ქალის გონებას სისათუთე დასწამა და მერე ისე ჩაუბეჭდა მთელს საქალეთს, რომ ზოგმა ზედმეტადაც შეიფერა და ახლა მიწევს ვამტკიცო, რომ, სამაგიეროდ, ათი ჩვეულებრივი გოგო არასოდეს ბურღავს ტვინს,  ათი ჩვეულებრივი ბიჭისგან განსხვავებით, რომ უკეთ გაეგებათ მათემატიკა ან მეცნიერების სხვა რომელიმე დარგი და ამ ათი გოგოდან უფრო მეტი მეცადინეობს ბევრს და ხდება წარმატებული (თუკი ოჯახი მარწუხებად არ ექცა), ვიდრე ათი ბიჭიდან. ესეც შენი სისათუთე…

7 thoughts on “უსქესო ლოგიკა და უპროტესტო პრობლემები

  1. არ გეწყინოს, იდაყვო, მაგრამ მართალი უთქვამთ ათ ჩვეულებრივ ბიჭსა და გოგოზე :დ

    • მეც ჩვეულებრივი ბიჭი ვარ მაგრამ სტატიის ავტორს ვეთანხმები , თანაბარი განვითარების პირობებში და თანაბარი გონებრივი მონაცემების მქონე (საშუალოდ განვითარებული) ორივე სქესის ადამიანი ერთნაირად ართმევს თავს ნებისმიერ ამოცანას

  2. ეს ნაყიდი ფორმატი გადასარევად ერგება ქართულ რეალობას და დიდად ახალისებს არამარტო მამაკაცებს, არამედ დედაკაცებსაც. — ვინც ამ გადაცემით ხალისობს , (სქესს არ აქვს მნიშვნელობა) მეტის ღირსი არ არის უბრალოდ!

  3. მიუხედავად იმისა, რომ მე 10 ჩვეულებრივ ბიჭზე უკეთ ამოვხსნი მათემატიკის ამოცანას, სამწუხაროდ ეს შედეგი მთელს მდედრობით სქესზე ვერ გავრცელდება. მაგრამ არა იმიტომ, რომ ქალს გონება ნაკლებად უჭრის, უბრალოდ დაჩლუნგებული აქვს. სტიმული ნაკლებია, რომ ტვინი აამუშავოს. მას ხომ ეს კი არა, სულ სხვა რამ ”მოეთხოვება” ცხოვრებაში, შესაბამისად, სხვა მხარეს ”ვითარდება”…და შედეგსაც იმას ვიღებთ, რასაც ვიღებთ.
    თორემ სკოლაში, ჯერ კიდევ პატარა ასაკში გოგოსა და ბიჭს შორის თუ რამე განსხვავებაა, ისევ გოგოების სასარგებლოდ. ეს მერე ’ინსტიტუტებში და ’უმაღლესებში’ სწავლისას ”გამოაშკარავდება” ხოლმე, გოგოს სიდებილე და უუნარობა.. როცა მათი ძირითადი ყურადღება კარგად გათხოვებისკენაა მიმართული🙂

    • “როცა მათი ძირითადი ყურადღება კარგად გათხოვებისკენაა მიმართული” – ქართული მენტალიტეტი😀
      და საერთოდ ეს სტერეოტიპები სისულელეა – “ათი ჩვეულებრივი ბიჭი უკეთ ამოხსნის ნებისმიერი ტიპის ამოცანებს, ვიდრე ათი ჩვეულებრივი გოგო.”
      იქნებ ისიც თქვან რომ სხვა თუ არაფერი ფიზიკურად მაინც არის მამრობითი სქესი უფრო ძლიერი , მაგრამ მე ჩამოგითვლით სულ მცირე 5 ქალს რომლებზეც ამას ვერ იტყვი და პირიქით უფროა🙂
      ასე რომ სტერეოტიპები სრული უაზრობაა😉

თავისუფლება კომენტარს!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s